სად და რა ფასად ვყიდულობთ ნიორს, რომელიც აპრილში 110,5%-ით გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ნივრის ფასი გაიზარდა. საუბარია 110,5%-იან გაძვირებაზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს.

სტატისტიკის მიხედვით, წელს 3 თვეში ქვეყანაში 419.87 ტონა (240.9 ათასი აშშ დოლარი) ნიორი შემოვიდა, რაც 60,6 ტონით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასულ წლის იანვარ-მარტში 359.2 ტონა (276.6
ათასი აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს 1 კგ იმპორტირებული ნივრის ღირებულება, საშუალოდ, 57 ცენტი იყო, გასულ წელს (იანვარ-მარტში) კი 77 ცენტი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს ნიორი შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი ირანია, საიდანაც 266.9 ტონა (150.9 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, შემდეგია ჩინეთი - 145 ტონა (85.5 ათასი აშშ დოლარი) და თურქეთი 7.9 ტონა (4 4 00 აშშ დოლარი).

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები