რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება
მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტების სერია გაიმართება სახელწოდებით - ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის. პირველი საქველმოქმედო კონცერტი დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად დღეს, 7 მაისს 21:00 საათზე ჩატარდება. დასწრების ღირებულება 15 ლარი იქნება, ხოლო შემოსული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს მოხმარდება.

"საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას:

ქართველი
მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!

კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მუსიკოსების მიერ, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს.

საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდან გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით,"
- ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები