2021 წელს ექიმების 58% დასაქმებული იყო თბილისში - აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა - 58% თბილისში მუშაობდა.

ამასთანავე, აუდიტის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი, რაც მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე გაანგარიშებით თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, ორჯერ ნაკლებია ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

„მიუხედავად სტრატეგიით განსაზღვრული საბაკალავრო განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება
იმ ექთნების რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში (61 კურსდამთავრებული) მაშინ, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია“,
- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, 2021 წელს აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები