ანარ რაფიგოღლუ ერთ წლიანი შესვენების შემდეგ "ხუმრობის კოლექცია 5"-ით ბრუნდება
24 მაისს 15:30 საათზე თბილისის ათონელის სახელობის თეატრში ერთ წლიანი შუალედის შემდეგ ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მსახიობის ანარ რაფიგოღლუს „სტენდ აპ შოუ“ გაიმართება . შოუს სახელწოდებაა "ხუმრობის კოლექცია 5". მსახიობი შოუში სხვადასხვა ხუმრობის სცენარებს წარადგენს. ანარ რაფიგოღლუ პირველი ეთნიკურად აზერბაიჯანელია რომელიც 2012 წლიდან „სტენდ აპ შოუთი“ საქართველოში გამოვიდა. თუ რატომ არის ამხელა შუალედი სპექტაკლებს შორის, ამ თემაზე მსახობი რადიო „მარნეულს“ ესაუბრა.
ანარის თქმით სცენების მოსამზადებლად თეატრების პრობლემა აქვთ. მათ არ ეხმარებიან და ამიტომ წელიწადზე მეტია რაც მხოლოდ 1-2 ჯერ გაიმართა „სტენდ აპ შოუ“. ანარმა ისიც აღნიშნა, რომ მათ მიერ ახლად შექმნილი თეატრი ერა ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
მსახიობმა ასევე თქვა, რომ რამდენიმე თვეა რაც ამ სპექტაკლზე მუშაობენ და იუმორთან ერთად ბევრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ხუმრობებიც იქნნება. ქვეყანასა და მსოფლიოში მომხდარ პრობლემეებსაც შეეხებიან. "ხუმრობის კოლექცია 5" შოუს ყურებისთვის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თბილისში მოქმედ მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში.
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები