მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, კულტურის ცენტრის მიმდებარედ, სკვერის
და ზურაბ ჟვანიას სახელობის ქართული ენის სახლის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
როგორც რადიო „მარნეულს“ სამინისტროში განუცხადეს, პროგრამა
,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში (Dening-build მეთოდით),
ამხანაგობა ,,დბს“ ქვემო ქართლის რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტში
აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი
სწორედ მარნეულია.
,,მარნეულში ვაწარმოებთ შოთა რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობის და ამავე
ქუჩაზე არსებული სკვერის მარჯვენა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ასევე სკვერის მიმდებარედ არსებული შენობის ფასადის
რეაბილიტაციას“. - გვითხრეს სამინისტროში
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.