მარნეულში ჰელოუინის დღესასწაული გაიმართება
31 ოქტომბერს მარნეულის ამერიკულ კუთხეში ჰელოუინის დღესასწაული გაიმართება. ღონისძიება მარნეულის ამერიკული კუთხისა და მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით 15:00 საათზე დაიწყება.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამერიკული კუთხის კოორდინატორი, მელექ გულიევა ამბობს, ჰელოუინი გასული წლის მსგავსად მასშტაბური ღონისძიებით არ გაიმართება, თუმცა იქნება საინტერესო აქტივობები, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„გასულ წელთან შედარებით, ფორმატი ცოტა შეცვლილი იქნება, ახლა შიდა სივრცეში მოეწყობა ღონისძიება. სამწუხაროდ, ისეთი მასშტაბური ვერ
იქნება, როგორც გასულ წელს იყო, თუმცა ჩვენ აქამდე გამოცხადებული ნახატების კონკურსი ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით მიძღვნილი და ერთგვარად ამის დასრულების აღნიშვნაც იქნება. პატარა მუსიკალური გაფორმებაც გვექნება, რათა სახალისო იყოს ეს დღე. შეუძლიათ თავად მოვიდნენ კოსტუმებით. სახის მოხატვის შესაძლებლობა გასული წლის მსგავსად, წელსაც ექნებათ. რაც მთავარია, ნახატების კონკურსში გამარჯვებულებს გამოვავლენთ გადავცემთ სერთიფიკატებს და სიმბოლურ საჩუქრებს. ასევე, ყველა სკოლას, ვინც მიიღო მონაწილეობა ცალკე გადავცემთ მადლობის სიგელებს“ - , ამბობს მელექ გულიევა 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოხატონ სახე თემატურად, გადაიღონ ფოტოები დეკორაციებთან. დაესწრონ ჰელოუინის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ნახატების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილოდვების ცერემონიალს. სასურველია მონაწილეებმა თან იქონიონ ჰელოუინისთვის დამახასიათებელი აქსესუარები (ჯადოქრის ქუდი,დედაბერის ცხვირი,ნიღაბი და ა.შ)


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები