თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო
დრამატული თეატრის მშენებლობა იწყება.
ცერემონიას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
და „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ თბილისში
ვიზიტით მყოფი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვი.
„თეატრის მშენებლობა კიდევ ერთი დადასტურებაა ქვეყნებს
შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, რომელიც ყოველწლიურად
ღრმავდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“, -
აღნიშნა ცერემონიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.