WhatsApp-ის მომხმარებლების ყველა შეტყობინება კვლავინდებურად
დაცულია. არც თავად მესინჯერს, არც მის მფლობელ Facebook-ს პირადი
ზარებისა და შეტყობინებების ნახვა არ შეუძლია. ამის შესახებ
მესინჯერის ხელმძღვანელი, უილ კეტკარტი "ტვიტერზე" წერს.
"ჩვენ გარკვეული ჭორების გაფანტვა გვინდა - 100 პროცენტით
დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ თქვენი პირადი შეტყობინებების დაცვად
გავაგრძელებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
WhatsApp-ის მონაცემებით, კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება
თავად პრივატულობაზე არ მოქმედებს და მომხმარებლებისთვის ამ კუთხით
არაფერი შეცვლილა.
WhatsApp-მა მანამდე სამომხმარებლო შეთანხმება განაახლა. მესინჯერი,
როგორც Facebook-ის ნაწილი, მომხმარებლის ჩვევებისა და გემოვნების
ანალიზისთვის მის მონაცემებს კორპორაციის "აპლიკაციების ოჯახს"
გაუზიარებს.
წყარო:report.ge