რუსთავი 2 : ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან

სმიტების ოჯახის ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი ორი“ ავრცელებს. დასკვნა მათ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოიპოვეს.
დასკვნას უმძიმესად აფასებენ. ლორა სმიტის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მის ორგანიზმში ნაპოვნია მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რაც იმას ნშნავს, რომ მათ შორის არსებობდა სექსუალური კავშირი, რაც სავარაუდოდ ძალადობრივ ქმედებას უკავშირდება და გამოძიების დამტკიცების შემთხვევაში კობაურს კიდევ უფრო დაუმძიმდება სასჯელი.

ყოველივე ამის შესახებ კი კობაურის ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას უკვე აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, თუმცა მისივე თქმით, დეტალებში ჯერ გარკვეული არ არის და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია. მასალების გაცნობის შემდეგ კი ის კომენტარს გააკეთებს.

რაც შეეხება „რუსთავი ორის“ ჟურნალისტის კითხვას, უსაუბრია თუ არა კობაურს ადვოკატთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ, რაც მას გარდაცვლილთან ჰქონდა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსგავს ფაქტს გამორიცხავს.

კიდევ უფრო მძიმეა 4 წლის კაილების ექსპერტიზის დასკვნა. იგი მოკლულია მიბჯენით სანადირო თოფიდან და ბავშვს ფაქტობრივად თავის ქალა არ აქვს.

გარდაცვლილები უკვე გადაასვენეს ამერიკის შეერთებულ შტტებში. მათი ოჯახის წევრები საქართველოშ არ ჩამოსულან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები