მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, 25
თებერვალს, მარნეულში თემურ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
ძიუდოში გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მასშტაბით ძიუდოს 25 გუნდის
200-მდე წარმომადგენელი სპორტსმენი.
ტურნირი გაიმართა როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს შორის.
„გოგონათა სპორტის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს სპორტული სკოლისთვის. მნიშვნელოვანია მათი
აქტიური ჩართულობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მომავალ
თაობაში“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული
სკოლის
განცხადებაში
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, გოგოებს შორის
ტურნირი 2009-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებში გაიმართა, სადაც
წარმატებით იასპარეზეს მარნეულელმა სპორტსმენებმა.
52 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-ქეთი ხარაზიშვილი
52 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-ლიზა დავაძე
+57 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი-ჯანა სარქისიანი
ტურნირზე ისაპარეზეს 2011-2012 წლებში დაბადებულმა ბიჭებმა. მარნეულის
სპორტული სკოლის 9 აღსაზრდელმა ბიჭმა ტურნირში სხვადასხვა კატეგორიის
მედლები მოიპოვეს.
27 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- ანდრია ფანგანი
42 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-ვანო ბურნაძე
50 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-შოთა ოქროპირიძე
20 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-დაჩი ნავერიანი
20 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ზაურიკო შუბითიძე
24 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი-სანდრო შუბითიძე
24 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ხვიჩა თედორაძე
46 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი-გაბრიელ ფანგანი
+50 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი - ლუკა ნავერიანი
თემურ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სოფელ თამარისის
სპორტულ ცენტრში გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ
შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებით და დიპლომებით.
რადიო „მარნეული“
გარეკანის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა