„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით რუსული კანონის მიღებაზე
და აღნიშნავს, რომ ეს კანონი უარყოფით ზეგავლენას იქონიებს
საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათთვის მომსახურების
მიწოდებაზე უარყოფითად აისახება.
Prezident Zurabişvili Tbilisidə Latviya, Estoniya, İslandiya və
Litvanın xarici işlər nazirləri ilə görüşüb və onlarla birgə
brifinqdə görüşəndən sonra rus qanunlarına veto qoyaraq hökumətlə
danışıqlara getməyəcəyini açıqlayıb.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ
რუსული კანონის შესახებ პრეზიდენტის ვეტო იქნება ტექნიკურად და
იურიდიულად გამართული, თუმცა ზუსტად რა ეწერება, ამას საზოგადოება
ნახავს 2 კვირაში.
NATO-ს პრესსპიკერი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება
და ამას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ის
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და პატივი სცემს
მშვიდობიან პროტესტს.
სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მიქელაძე აცხადებს, რომ მამამისი, თამაზ
მიქელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სამხედრო კომისარიატიდან პოლიტიკური
ნიშნით გაათავისუფლეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House გმობს რუსულ კანონს და
მიმდინარე რეპრესიებს, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მოუწოდებს
საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი, ხოლო აშშ-ს,
ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს, გაერთიანდეს როგორც რეპრესიების
ასალაგმად, ისე სანქციების დასაწესებლად მმართველი პარტიის
ლიდერებისთვის.