ახალგაზრდების განცხადებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდენ, დღეს,
19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე
გუშინ ნათქვამ ფრაზას, რომ „არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი
ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად“, კიდევ ერთხელ იმეორებს
და ამბობს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაზიანების
სანაცვლოდ არცერთი გაერთიანება არ უღირს.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი რობინ დანიგანი არასამთავრობო
ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელობას
შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის,
დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის
შესახებ მოისმინა.