საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან
კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია საქართველოს საბაჟო
საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების
დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი.
საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსული
ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა, პანდემიამდელ
მაჩვენებელს, თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ
რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და
ფაქტი კანონდარღვევად მიიჩნია.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კონსენსუსის
მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 9
ნაბიჯის შესასრულებლად ერთად უნდა იმუშაონ, მიუხედავად იმისა,
არჩევნები ბევრ ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს.
ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში
მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა
და დანახარჯები არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა"
გამოიკვლია.