"მარნეულიდანაც ამ სისტემის დედაც!" - აქცია მარნეულის პოლიციასთან
დღეს, მარნეულში, სამოქალაქო აქტივისისტები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურენ და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მარნეულის პოლიციის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათი მთავარი გზავნილი სისტემის ჩამონგრევაა, რომელსაც ლუკა სირაძის სიცოცხლე შეეწირა. აქტივისტებმა პოლიციასთან სიმბოლურად მიიტანეს სკოლის ჩანთები, კამლები, რვეულები, საპროტესტო პლაკატები წარწერებით - "ამ ცხოვრების დედასც!", "Fuck The System".

"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უნდათ, რომ სისტემამ მართოს ქვეყანა ძალადობრივად. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო 15 წლის ბავშვის პოლიციაში დაკითხვის შემდეგ გარდაცვალება ეს ყველაფერი სისტემის ბრალია" - თქვა სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რაშან ზიადალიევმა.

დღევანდელი აქცია სწორედ სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ასფალტზე წითელი საღებავით დაწერეს წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც! სისტემა კლავს"




ლუ
კა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.




ადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები