ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ერთი პირი
ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოს შეიარაღებულმა პირი თავს დაესხა. მედიის ცნობით, დაღუპულია აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი. დაჭრილია დაცვის კიდევ ორი წევრი, რომლებიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირის შეჩერებას შეეცადნენ. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარი დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google