რადიო "მარნეულის" ჟურნალისტი თიკო დავაძე კონკურსის "გენდერი ფოკუსში" გამარჯვებულია
რადიო "მარნეულის" ჟურნალისტი თიკო დავაძე მედია კონკურსის "გენდერი ფოკუსში" გამარჯვებულია

დღეს, 27 აპრილს, "შაუმიანის სათემო განათლების ცენტრში" მედია კონკურსის "გენდერი ფოკუსში" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. რადიო "მარნეულთან" საუბრისას ცენტრის დირექტორმა ნათია ოქროპირიძემ განაცხადა, რომ კონკურსის მიზანი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა.

"შაუმიანის სათრმო განათლების ცენტრში მიმდინარეობს პროექტი "საქართველოს თემები, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის" და ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონკურსი სადაც გამოვლენილ იქნა გამარჯვებული, ასევე მოვაწყეთ გამოფენა-გაყიდვა. ასევე, გამოფენილია ადგილობრივი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა და გენდერულ საკითხებზე ისაუბრა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში" - განაცხადა ნათია ოქროპირიძემ

"შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის" დირექტორის განმარტებით, პროექტი "საქართველოს თემები, ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის" საქართველოს 14 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. 14 მუნიციპალიტეტიდან 4 გამარჯვებული გამოვლინდა, მთ შორისაა რადიო "მარნეულის" ჟურნალისტი თიკო დავაძე.

გთავაზობთ თიკო დავაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა:



პროექტს „გენდერი ფოკუსში: საქართველოს თემები, ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის“ აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ახორციელებს DVV International-ი შაუმიანის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.
Print E-mail
FaceBook Twitter Google