ვინ იმღერებს მარნეულში დამოუკიდებლობის დღის კონცერტზე-პროგრამა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურ ქსელში, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პროგრამა გამოაქვეყნა.

ღონსძიების გამართვა კვლავ "კიდევაც დაიზრდებიან" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

პროგრამის თანახმად, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა გაყიდვა გაიმართება.

კონცერტი დაიწყება ადგილობრივი შემსრულებლებით: ანსამბლი „იბერია“, ანსამბლი „ენგური“, შაბან მამედოვი, ანსამბლი „ერა“, ანსამბლი „სარვანი“, ვოკალის სტუდია, მარიამ ჭოხონელიძე, მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი“, საზის წრე, ქრისტი ჯავახიძე;

ასევე სცენაზე მარნეულელების წინაშე წარსდგებიან თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე;

ღონისძიებას დახურავს ჯგუფი "ფრანის" კონცერტი.

"პროგრამის დასაწყისი: 14:00
• 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
• 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, სუვენირების დამზადება და მასტერკლასები;
• 14:00-16:00 - ორკესტრის მსვლელობა;
• 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
• 14:00-15:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ანსამბლი „იბერია“, ანსამბლი „ენგური“, შაბან მამედოვი, ანსამბლი „ერა“, ანსამბლი „სარვანი“, ვოკალის სტუდია, მარიამ ჭოხონელიძე, მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი“, საზის წრე, ქრისტი ჯავახიძე;
• 15:50-16:50 - თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე;
• 16:50-17:10 - ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა;
• 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა;
• 17:30 - ჯგუფი „ფრანი“"




ფოტო:რადიო "მარნეულის" არქივი


Print E-mail
FaceBook Twitter Google