საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური
ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის
მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
უმასპინძლებს.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ
და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის
ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ
ხაჩატურიანს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს,
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი,
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი
ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
არიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.