მარნეულის მერს მოქალაქეთა მიღების დღე კირაში ორჯერ აქვს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, კენან ომაროვს, მოქალაქეთა მიღების
საათები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს აქვს.
თვითმმართველობაშ მისვლა მსურველებს 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე
შეუძლიათ.
როგორც მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში
განმარტავენ, მერთან შეხვედრა მოსახლობას სხვა დღეებშიც შუძლიათ.
მათივე განმარტებით, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და საჭიროებები
ინდივიდუალური.
კენან ომაროვი 8 თვეა, რაც მარნეულის მერის უფლება-მოვალეობებს
ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში რადიო „მარნეულს“ მასთან
კომუნიკაციის შესაძლებლობა არასდროს ჰქონია. დღემდეგ გვაქვს კითხვები,
რომელზე პასუხის გაცემას და ინტერვიუს ჩაწერას თვეებია ველით.
გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი