საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ შორისაა მარნეულელი სპორტსმენი, კოტე კაპანაძე. მანეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, ეს არის ისტორიული შედეგი, რომლითაც საქართველოს შერეულმა ნაკრების გუნდმა ძიუდოში 2024 წლის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის ლიცენზიაც მოიპოვა.

„ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა კოტე კაპანაძემ! (პირადი მწვრთნელი-დავით ხერგიანი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს კოტეს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ შედეგს და წარამტებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში!“ – წერს სპორტული სკოლა ფეისბუქ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მარნეულელი სპორტსმენები არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობენ. 13 მაისს, ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ვეტერანთა შორის. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც ორი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

/გარეკანის ფოტო აღებულია მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდიდან/
Print E-mail
FaceBook Twitter Google