დღეს, 2 აგვისტოს, სკოლის დირექტორების კანდიდატებისათვის გასაუბრება
დაიწყო.
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით,
დირექტორობის მსურველთა გასაუბრები ქვემო ქართლის აპლიკანტებისათვის
16 აგვისტდან დაიწყება. მარნეულის მუნიციპალიტეტის 56 საჯარო სკოლაში
არცერთი დირექტორბის კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.
74 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 17 კანდიდატია, აქედან 15 სკოლას მხოლოდ
ერთი დირექტორობის კანდიდატი ჰყავს. ინფორმაცია სამოქალაქო
ინტეგრაციისა
და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა
შალვა ტაბატაძემ მოგვაწოდა და აღნიშნა, რომ ორი ან მეტი კანდიდატი
მარნეულის სამ სკოლას ჰყავს.
„შულავერის მე-2 საჯარო სკოლაში-2 კანდიდატი, მარნეულის მე-2
სკოლაში-2 კანდიდატი, წერეთლის სკოლაში კი 3 დირექტორობის მსურველი
კანდიდატი დარეგისტრირდა.“ - აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.
ამავე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დირექტორობის
კანდიდატებზე მომზადებული ბიულეტენი სადაც
ვკითხულობთ, რომ საჯარო სკოლების 81,6 %-ში ამჟამად მიმდინარე სკოლის
დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება.
სოფლის, თემის, და დაბის 1595 სკოლიდან 753 სკოლაში სკოლის
დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირებული არ არის. სოფლის, თემის და
დაბის საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის ზუსტად 10%-ში (159 სკოლაში
1595 საჯარო სკოლიდან) იქნება კონკურსი და სკოლის დირექტორის არჩევის
რეალური შესაძლებლობა კონკურენციის საფუძველზე.
დაბალია კონკურენცია სკოლებში, რომლებსაც ერთი ვადით ნამუშევარი
დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავთ, რაც, სავარაუდოდ,
გამოწვეულია იმით, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, მეორე ვადით
იყვნენ არჩეული. როგორც ჩანს, ასეთ სკოლებში კონკურენციაში ნაკლებად
შევიდნენ ახალი კანდიდატები.