მარნეულის მერიამ ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციისთვის ახალი დინამიკი იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი დინამიკი 900 ლარად შეიძინა.

ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით, შპს ბედი.ჯი - სგან იყიდა.

“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გვესაჭიროება დინამიკის შესყიდვა გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.” -
წერია მოხსენებით ბარათში.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით ჭიკაძემ გვითხრა, მუნიციპალიტეტმა დინამიკი მარნეულში დაგეგმილი ღონისძების
გამო შეიძინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, დიდ ეკრანზე 18, 22 და 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის, პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. პირდაპირი ეთერის პარალელურად, გულშემატკივრებისთვის მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრებები, გათამაშდება საქართველოს ნაკრების ოფიციალური აქსესუარები და მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

  • 18 ივნისი - 17:00სთ.
  • შეკრების ადგილი ქალაქი მარნეული, იუსტიციის სახლის
  • მიმდებარე ტერიტორია. ქომაგთა მსვლელობა.
  • 22 ივნისი - 15:00სთ.
  • მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი;
  • 26 ივნისი - 21:00სთ.
  • მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი;

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024, ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება. საქრთველო ჩემპიონატში მონაწილეობას 18 ივნისიდან მიიღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google