2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი
ზრდა,
- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების
ხელფასების 10%-იანი ზრდა.
როგორც მან აღნიშნა,
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5
მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების
განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.