ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლნისი-დმანისის
სატყეო უბანზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს.
ადგილობრივმა მკვიდრმა 5 კუბურ მეტრამდე რცხილას სახეობის პირველი
ხარისხის მორი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში
განთავსებულმა ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა, რასაც სატყეო
სამსახურის
თანამშრომლების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამის
საგამოძიებო უწყებას. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია დმანისის „საქმიან
ეზოში“.