შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, გომელაურმა უწყების
გამომძიებლის შეკითხვებს დღეს დილით უპასუხა.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი BBC-ის მიერ
მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა,
რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების
დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს
I
მსოფლიო ომის დროს მოხდა.აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს
მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის
ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.