შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა
მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა
და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ.
დააკავეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების
დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი
სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის
მეთაურმა - მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ
ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა
კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი
მიაყენა.
სამართალდამცველებმა, უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან
დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.