შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ირმისჭალის" დასაცავ
მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
- 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2000 წელს დაბადებული მ.შ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო
საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან
თურქეთის
რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად,
უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.