ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე საუბრისას
ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა საპოლიციო
ძალები,
მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია გასცემდა ბრძანებებს და ის თავს
ვერ გაიმართლებს.
"აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა
ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად
საპოლიციო ძალები და შესაბამისად, მინისტრსა და მის ქვემდგომებს
ემორჩილებოდნენ, ბუნებრივია, მაშინ პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ
ბრძანებებს და ამ ბრძანებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენს მაგივრად
მიიღო ვიღაცამ გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ადამიანებისთვის ასეთი
მძიმე ზიანი. ვიღაცა თავზე გადაგახტათ ამ დონეზე და მერე რჩებით
თანამდებობაზე, მერე იღებთ დაწინაურებას პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე. ხომ გასაგებია აქ რასთანაც გვაქვს საქმე. გასასვლელი
არ აქვს, გამოსავალი არ აქვს გახარიას, ანუ იმდენად მძიმე
მდგომარეობასა და ჩიხურ სიტუაციაშია შესული რომ არავითარი გასასვლელი
არ აქვს მას ამ მძიმე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის თავს ვერ
გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო
საზოგადოებისთვის", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის
საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა 12 ნოემბერს
დაიწყო.