20-ლიტრამდე ლუდი პლასტმასის ბოთლებში ვეღარ გაიყიდება - აკრძალვა ეხება ჩამოსასხმელ ლუდსაც
მთავრობის დადგენილებით, ლუდის პლასტმასის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება - აკრძალვა შეეხება ჩამოსასხმელ ლუდსაც - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ დღეს მიიღო დადგენილება, რომელიც პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება
(გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

აღსანიშნავია, რომ დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც - აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

გამოდის რომ, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან დასაშვები იქნება მხოლოდ 20 ლიტრი მეტი და მოცულობის ლუდის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია პლასტმასის ბოთლებით.

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər