საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის ფასი
დედაქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი რუსეთში,
ხოლო ყველაზე იაფი თურქეთშია - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს
განახლებული მონაცემებიდან.
კერძოდ, კვლევის თანახმად, მოსკოვის ცენტრში 1 კვ.მ ბინის საშუალო
ფასი 11 664 დოლარია, ერევანში - 3 146 დოლარი, თბილისში - 2 473
დოლარი, ბაქოში - 2 280 დოლარი, ხოლო ანკარაში
- 1 622 დოლარი.
ქალაქები, სადაც ბინები ყველაზე ძვირია
აღსანიშნავია, რომ იმ ქალაქებს შორის, სადაც საცხოვრებელი ბინები
ყველაზე ძვირია, შვეიცარიის ქალაქები ლიდერობს.
უფრო კონკრეტულად, 10 ქალაქი ბინების სიძვირით, ასე გამოყურება:
- ცუგი, შვეიცარია - 32 809 დოლარი;
- ჰონგ-კონგი, ჩინეთი - 25 266 დოლარი;
- ციურიხი, შვეიცარია - 25 141 დოლარი;
- სინგაპური - 23 671 დოლარი;
- ჟენევა, შვეიცარია - 23 087 დოლარი;
- თელ-ავივი, ისრაელი - 22 608 დოლარი;
- იერუსალიმი - 20 675 დოლარი;
- ლუცერნი, შვეიცარია - 20 544 დოლარი;
- ლოზანა, შვეიცარია - 19 796 დოლარი;
- ნიუ-იორკი, აშშ - 19 711 დოლარი.