საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა
მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აზერბაიჯანელმა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საუბრისას ვილაიათ ეივაზოვმა სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər