ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
სურსათის ეროვნული სააგენტო-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ხობი-ში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კილოგრამი მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები — ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა, ასევე პირუტყვის დაუმუშავებელი თავი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქონელი
დაკლული იყო სავალდებულო უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, სასაკლაოს გვერდის ავლით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. ასევე, ხორცის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა, ხოლო ამოღებული ხორცი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ზრდის ზოონოზური დაავადებების, მათ შორის ჯილეხისა და ბრუცელოზის გავრცელების რისკს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər