ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

ამოღებულ ნივთიერებებს შორისაა „მეფედრონი“, „მეთადონი“, „MDMA“, „კლეფედრონი“,
გამომშრალი „მარიხუანა“ და „კეტამინი“.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər