23 წლის კაცი, რომელიც ონის
მუნიციპალიტეტში 2 თვის წინ დაიკარგა, გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხედარი სამართალდამცავებმა
კურორტ შოვთან ახლოს ნახეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კაცს მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვების შემდეგ ეძებდნენ.