ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
12:30 / 10.05.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი
დააკავეს.
უწყების ცნობით,
ბრალდებულმა მჩვლეტავი საგნის გამოყენებით ქალს ყელის არეში
მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული
კი შსს-ს განცხადებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ის განცხადებით,
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს
სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.