თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: პირველი არხი
Print