სიახლე
უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ყველა სტუდენტი, ვინც განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ ფაკულტეტებზე აბარებს, 100 პროცენტიან დაფინანსებას იღებს.

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა. სპეციალობების სრული ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500 ლარი;
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750 ლარი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000 ლარი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000 ლარი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,017,000 ლარი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500 ლარი;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250 ლარი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250 ლარი;
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 135,000 ლარი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 247,500 ლარი.

მიმდინარე წლის თებერვალში, პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ. უფასო ფაკულტეტები წელს ისევ შენარჩუნდება. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი კი, მომავალი წლიდან დაინერგება და უფასო ფაკულტეტების მანკიერი ფორმაც აღარ იარსებებს.

FaceBook Twitter Google