საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ
აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.
ამის შესახებ მარგველაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი
ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და
დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ
პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს
მეგობრებსა და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს
მარგველაშვილი.
წყარო: publika.ge