სინოპტიკოსები 18 თებერვლიდან ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ
18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2 – +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლიც კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელს საქართველოში, დასავლეთში დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.

წყარო: tv4.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər