სიახლე
მარნეულში დედაენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21 თებერვალს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, "დედაენის დღე“ აღინიშნა.

ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის დირექტორნა აიგულ ისაევამ გახსნა სიტყვით და ყველას, ძირითადად კი ეროვნულ უმცირესობებს; თავიანთი დედაენისადმი სიყვარული, მისი დაცვა, განვითარების უფლება შეახსენა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დედაენი არის ჩვენი ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული არსებობა, ეროვნული სიამაყე. დედაენის დაცვა ყველას ვალია“.

ღონისძიების დამსწრეებმა მასწავლებლებმა აზერბაიჯანული ენის სიმდიდრეზე ისაუბრეს.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მოსწავლეებმა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტების და მწერლების ნაწარმოებებიდან მონაკვეთები წაიკითხეს. ღონისძიებისას მუღამის ოსტატი ასიმ მამედოვის მოსწავლეები, ასევე, ნორვეგიის მუსიკოსთა კავშირის წევრი, ქემანჩას ( აზერბაიჯანული მუსიკალური ინსტრუმენტი) ოსტატი შებნემ ასიფის ასიფგიზი ხალხური სიმღერებით წარსდგნენ.

შეგახსენებთ, რომ 1999 წლიდან იუნესკომ 21 თებერვალი დედაენის საერთაშორისო დღედ აღიარა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər