79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსთ გარდაიცვალა, ნაწილობრივ მუსლიმური წესით დაკრძალეს
კორონავირუსით გარდაცვლილ ბოლნისელ ქალს კორონავირუსით გარდაცვლილთა წესის შესაბამისად დაკრძალეს.

3 აპრილს, კორონავირუსით 79 წლის ქალი გარდაიცვლილი ქალი დღეს, 5 აპრილს დაგრძალეს. ექიმების თქმით მას სხვა ბევრი თანდართული მძიმე დაავადება ჰქონდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეიმუშავა კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მტკიცებით ვერ ამბობს, რომ გვამიდან შესაძლოა ვირუსის გადადება, თუმცა პრევენციის მიზნით , რეკომენდაციას იძლევა.
ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

• კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
• ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
• სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
• საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოლმისიდან იყო(კაპანახჩი) - ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის დასახლება, სადაც უმეტესობა ისლამის მიმდევარია.
მუსლიმებში განბანვის წესი დაკრძალვის წინაპირობაა. მიცვალებულს ლოცვების წაკითხვით ბანენ. შემდეგ კი სპეციალურ ზეწარში წესების გათვალისწინებით ახვევენ. სხეული შიშველია და მიცვალებული ზეწარში გახვეული იკრძალება.

ისლამში გარკვეული პუნქტებია ნებადართული, თუნდაც ის, რომ ადამიანი დაკრძალონ მისი დაბანის გარეშე”, - განუცხადა რადიო ”მარნეულს”, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის ჰაჯი იასინ ალიევმა.

მუფთი ჰაჯი იასინ ალიების თქმით, გადაწყვეტილია, რომ ქვემო ბოლნისიდან კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს, ჯანდაცვის სამინისტროს გაწერილი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიკრძალა.

მიცვალებულს მუსლიმური წესებით მივაბარებთ მიწას. აქ მხოლოდ ერთი განბანვის პრობლემა დგება. ჩვენ დაკრძალვამდე წავუკითხვათ ლოცვებს. ასე გადაწყდა მუსლიმთა სამმართველოში , რადგან შესაძლოა, ცხედრის განბანვით მოხდეს ინფიცირება. ამიტომ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“ , - განაცხადა მუფთმა და აღნიშნა, რომ ყურანში ასეთი განმარტება წერია - თუ ერთი ადამინის დაკრძალვა შესაძლოა გახდეს სხვა დანარჩენი ადამინების გარდაცვალების საბაბი, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია გამონაკლისი.


სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მირტაგი ასადოვი თვლის, რომ რელიგიური წესების აღსრულება საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ უნდა გაითვალისწინოს.

დაზუსტებული არ არის ამ ვირუსის გადადება ხდება გარდაცლილისგან თუ არა. ამიტომ გარდაცვლილი ადამინი მუსლიმური წესების დაცვით უნდა იყოს დაკრძალული. ლოცვები უნდა იყოს წაკითხული და განბანვის პროცედურა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით შესაძლოა შესრულდეს. წყლის „შლანგის“ შორიდან დაჭერით, პირბადით, სათვალით და სპეციალური ეკიპირებით შეიძლება შეასრულდეს ყველა საჭირო პროცედურა.“

მირთაღი ასადოვი ამბობს, რომ ისლამი „თვალებს ხუჭავს “ გარკვეულ ტრადიციების არ შესრულებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნამდვილადაა ადამინის ჯამრთელობის საფრთხესთან დაკავშირებული. .
მისი თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალსიწინოს რელიგიური კონფესიების წესები უსაფრთხოების დაცვის გათვალსიწინებით.

გარდაცვლილი ქალი მარნეული-ბოლნისის წითელ ზონას მიეკუთვნოდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. 62 წლის მარნეულელი ქალის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფელია.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 174 შეადგენს. გამოჯამრთელებულების კი 36

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər