საქართველოში COVID-19 დაინფიცირებულთა რაოდენობა 188 გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე
ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 188 დადასტურებული
შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ – 386