ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ახალგაზრდა მამაკაცია
შემოყვანილი, ხუთივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის
განყოფილებაში,უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, -
აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან
ორჟონია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასნპორტის
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.