25 მაისი: კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში
25 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 731-ს მიაღწია.

4 ადამიანით 526-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა – საქართველოში კორონავირუსით, სულ, 12 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 300.

წყარო: ნეთგაზეთი
Print