26 მაისამდე საქართველოში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-მდე საქართველოში არ გამოიდარებს. უწყება ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ზოგან ძლიერი წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, მოსალოდნელია ასევე სეტყვას.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს,“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

Meteo.gov.ge-ს თანახმად, თბილისში უახლოესი 4 დღის ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:



ამინდი თბილისში 27 მაისამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მსგავსად, 26 მაისამდე აქაც წვიმაა გამოცხადებული.



ამინდი აღ. საქართველოში 27 მაისის ჩათვლით
წვიმებია მოსალოდნელი ასევე დასავლეთ საქართველოშიც:



ამინდი აღ. საქართველოში 27 მაისის ჩათვლით


ამინდი დასავლეთ საქართველოში 27 მაისის ჩათვლით

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər