გორში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ოჯახი ქმარს ადანაშაულებს
გორში გარდაცვლილი ქალის ოჯახი მის სიკვდილში ქალის ქმარს ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, 28 წლის ქალს დაზიანებები აქვს თვალის და ყელის არეში. ოჯახის წევრების თქმით, წყვილი გორში ცალკე ცხოვრობდა, ქალის გარდაცვალების შესახებ კი მისმა მეუღლემ ოჯახს მას შემდეგ შეატყობინა, რაც ოჯახი ქალს ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ოჯახი ამბობს, რომ ქალს ხშირი კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər