დღეიდან საქართველოში გამოიდარებს
საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

„27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღეს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər