საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში 21
ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ
დოლარი შეადგინა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე
ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.