სომხეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საყრდენი პუნქტები გაანადგურეს
აზერბაიჯანის თავდაცის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომელშიც, სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანული საყრდენი პუნქტების განადგურება ჩანს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ანადგურებენ აზერბაიჯანის საყრდენ პუნქტებს, რომლებიდანაც ტავუშის ოლქის სასაზღვრო დასახლებული პუნქტების მისამართით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს სომხეთის მხარეს განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და ობიექტების შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები გაავრცელა.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər