აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 98 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 1 851
კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 39 378
დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 578 ადამიანი.